კუნთები, ძვლები & მოძრაობა

პროდუქტები კუნთების, ძვლების და მოძრაობისთვის

დოპელჰერცი სისტემი
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი 11.000 პლიუსი
ჯანმრთელი კუნთები და ძვლები - მაგნიუმით, კალციუმით და C ვიტამინით
ვარჯიში აძლიერებს სხეულს, ამშვიდებს გონებას და გვავსებს ენერგიით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კუნთებსა და ძვლებს მივაწოდოთ აუცილებელი საკვები ნივთიერებები: მაგნიუმი, კალციუმი და C ვიტამინი.
თანამედროვე ცხოვრება კომფორტს გვთავაზობს - კომფორტული დივანი, ავტომობილი, ესკალატორი... და შედეგად, ჩვენ სულ უფრო ნაკლებს ვმოძრაობთ.
ეცადეთ, თანდათან გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაისახეთ მიზანი, რომ დღეში 10 000 ნაბიჯი გადადგათ - ეს გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას, საერთო კეთილდღეობას, გაზრდის ენერგიის დონეს.
ამ მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ პედომეტრი, მარტივი და პრაქტიკული მოწყობილობა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ყოველდღიური აქტივობის მონიტორინგში.
ვარჯიში გაცილებით უფრო სასიამოვნოა, როცა ჩვენი კუნთები, სახსრები და ძვლები შეუფერხებლად მუშაობენ. თუმცა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი, საჭიროა ორგანიზმმა მიიღოს ის საკვები ნივთიერებები, რაც ხელს შეუწყობს ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობის მხარდაჭერას.
სწორად დაბალანსებული რაციონი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მოძრაობის სიმსუბუქე და ენერგია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ყოველთვის გახსოვდეთ: „ცხოვრება მოძრაობაა, მოძრაობა კი სიცოცხლე!“
მაგნიუმი და კალციუმი - მინერალები კუნთებისა და ძვლებისთვის
მაგნიუმი და კალციუმი ყველაზე ცნობილი მინერალებია. კალციუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის, ხოლო მაგნიუმი - კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თუმცა, მაგნიუმი ასრულებს სხვა მრავალ ფუნქციასაც. ის მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, ასევე ენერგეტიკულ პროცესებში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.
ორგანიზმისთვის მაგნიუმი და კალციუმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ადექვატური მიღება აუცილებელია.
მაგნიუმი განსაკუთრებით გვხვდება მარცვლეულში, თხილეულში და რძის პროდუქტებში. რძე და რძის პროდუქტები ასევე კალციუმის კარგ წყაროდ ითვლება.
საშუალოდ, დღეში საჭიროა 350-400 მგ მაგნიუმის მიღება, თუმცა ეს მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად სტრესის, მძიმე ფიზიკური შრომის ან სხვა ფაქტორების დროს.
მაგნიუმზე მოთხოვნილება იზრდება შემდეგი მდგომარეობებისას:
- სპორტული შეჯიბრება
- მძიმე ფიზიკური შრომა
- სტრესი
- დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
- დიეტა ან წონის ნაკლებობა
- ალკოჰოლის ხშირი მოხმარება
- მედიკამენტები, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ან შარდმდენები
მაგნიუმის დეფიციტის დროს ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კუნთების სპაზმები და კრამპებია.
კალციუმი, გარდა ჯანსაღი ძვლების და კბილების შენარჩუნებისა, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. მაგნიუმთან ერთად, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების ფუნქციონირებაში.
ორსულ ქალებს ესაჭიროებათ კალციუმის ადექვატური მიღება ნაყოფის მზარდი ძვლოვანი სტრუქტურებისთვის.
კალციუმზე გაზრდილი მოთხოვნილება აქვთ ბავშვებს ზრდის პერიოდში, ისევე როგორც ქალებს მენოპაუზის შემდეგ.
თუმცა, მედიკამენტებმა, როგორიცაა კორტიზონი, ან ყავის, ალკოჰოლის, გაზიანი სასმელების ჭარბმა მოხმარებამ, შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის გამოდევნა ძვლებიდან.
ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა ხრტილოვანი ქსოვილისთვის
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არა მხოლოდ ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარდაჭერას, არამედ მონაწილეობს ენდოგენური კოლაგენის სინთეზში და შესაბამისად, ხრტილოვანი ქსოვილის სწორ ფუნქციონირებაში.
ხრტილოვანი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილის ერთ–ერთი სპეციალური სახეა. ხრტილი აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია ძვლების განვითარებისთვის და ზრდისთვის. ის საყრდენს უქმნის რბილ ქსოვილებს, ქმნის სასახსრე ზედაპირებს, აადვილებს ძვლების მოძრაობას.
ხრტილის ელასტიურობისა და სიმტკიცის შესანარჩუნებლად ორგანიზმს ესაჭიროება საკვები ნივთიერებები, როგორიცაა C ვიტამინი. სინოვიალურ სითხეს ეს საკვები ნივთიერებები ხრტილში დიფუზიის გზით გადააქვს, ანუ მაშინ, როდესაც სახსრები აქტიურად მოძრაობენ და შემდეგ მოდუნებულ მდგომარეობაში ბრუნდებიან. ამიტომ, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რადგან ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხრტილის ფუნქციონირებაში, ციტრუსები და ბოსტნეული, როგორიცაა ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, რაციონში რეგულარულად უნდა შედიოდეს. თუმცა, C ვიტამინი წყალში ხსნადი და სითბოსადმი მგრძნობიარე ვიტამინია, ამიტომ ბოსტნეული უმჯობესია ორთქლზე მომზადდეს.