შინაარსის გამოტოვება

ძილი

ჩვენი ცხოვრების თითქმის ერთი მესამედი ძილს ეთმობა - ეს ყოველდღიური რუტინის აუცილებელი ნაწილია. ხარისხიანი ძილი ეხმარება ორგანიზმს დაისვენოს და შეინარჩუნოს ფიზიკური და გონებრივი აქტივობა.
შესაბამისი შედეგები ვერ მოიძებნა.

ძილი

ჩვენი ცხოვრების დაახლოებით მესამედი ძილს ეთმობა. ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენას და ენერგიის ზრდას. გარდა ამისა, სწორედ ძილის დროს ხდება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და შენახვა.

ჩვენი სხეული სრულფასოვან ძილზეა დამოკიდებული. თუმცა, სხვადასხვა გარე ფაქტორები და სტრესორები ხშირად არღვევს მის ხარისხს - გავლენას ახდენს როგორც ჩაძინებაზე, ისე ღამის განმავლობაში მშვიდი ძილის შენარჩუნებაზე. ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევებიც კი, როგორიცაა სმარტფონის, პლანშეტის ან ლეპტოპის გამოყენება ძილის წინ, შეიძლება ხელს უშლიდეს ჯანსაღი ძილის რეჟიმს. მშვიდი და ღრმა ძილი კი მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე მენტალური კეთილდღეობისთვის. ბუნებრივი „ძილის ჰორმონი“მელატონინი გამომუშავდება ეპიფიზში განსაკუთრებით სიბნელის დროს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძილის წინ ხელოვნური სინათლის წყაროების, როგორიცაა ტელეფონის, პლანშეტის ან კომპიუტერის ეკრანის, თავიდან აცილება, რათა მელატონინის სინთეზი ბუნებრივად წარიმართოს და უზრუნველყოს მშვიდი და ღრმა ძილი.

რჩევები ჯანსაღი ძილისთვის

  • ეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი ან გამოიყენოთ რელაქსაციის მეთოდები, როგორიცაა იოგა, მედიტაცია ან კუნთების მოდუნება
  • დარჩით აქტიური დღის განმავლობაში - ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას და გონებრივი ბალანსის შენარჩუნებას
  • შეეცადეთ ყოველ ღამით იძინოთ საშუალოდ 8 საათი
  • მიიღეთ ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები, რადგან ის ხელს უწყობს სწორი მონელების პროცესს და მშვიდ ძილს
  • ძილისთვის შექმენით კომფორტული გარემო: მოხერხებული საწოლი, სასიამოვნო ტემპერატურა და განათება, კარგად ვენტილირებადი, მშვიდი ოთახი
  • შეზღუდეთ ძილის წინ ელექტრონული მოწყობილობების - სმარტფონის, პლანშეტის, ტელევიზორის და ლეპტოპის გამოყენება, რათა შეინარჩუნოთ მელატონინის ბუნებრივი გამომუშავება და გქონდეთ უფრო ღრმა ძილი