1897
Queisser Pharma-ს ისტორია იწყება 1897 წელს ჰამბურგის პატარა ფარმაცევტულ ქარხანაში. ლიცენზირებული ფარმაცევტი, ალფრედ კეისერი, დრეზდენიდან ჰამბურგში გაემგზავრა, რათა წარმოების გზით გამდიდრებულიყო. მან ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებების წარმოებაზე, როგორიცაა კრემები, თხევადი საპნები და კბილის პასტები. რთული გარემოებების მიუხედავად, ალფრედ კეიზერმა მოახერხა კომპანიის მუდმივად გაფართოება. ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გასაოცარმა გამძლეობამ, რომელსაც გააჩნდა მეწარმის, მეცნიერის და სარეკლამო აგენტის ნიჭი, საშუალება მისცა კომპანიას, მიუხედავად მნიშვნელოვანი სირთულეებისა, დაემკვიდრებინა თავი ფარმაცევტულ ბაზარზე.
1919
დღევანდელი Queisser Pharma-ს მეორე დამფუძნებელია ფარმაცევტი იოზეფ პეტერ ჰენესი, გერმანიის ქალაქ ესენიდან. 1919 წელს მან შექმნა დღევანდელი დოპელჰერცი® ტონიკის ორიგინალური ფორმულა ბალახებისა და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტებისგან.

1921
დოპელჰერცი ტონიკი პირველად სავაჭრო ნიშნის სახით იქნა წარდგენილი და რეგისტრირებული. ასე ჩაეყარა საფუძველი დოპელჰერცის ბრენდს, მთელი მისი ამჟამინდელი განვითარებით - სწორედ აქედან იწყება მისი ისტორია.
1950s
ინტენსიური სარეკლამო კამპანიების წყალობით სწრაფად იზრდება ტონიკის პოპულარობა. „ორი გული“ - ბრენდის კაშკაშა სიმბოლო, მალე მილიონებისთვის გახდა ხარისხის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ნიშანი. ორმოცდაათიან წლებში ტონიკს რეკლამას უწევენ წითელ-შავებში გამოწყობილი მხიარული დიასახლისები.

1970s
ორივე სახლი საბოლოოდ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა Queisser Pharma. 1970-იანი წლებიდან კომპანია ფლობს HGDF საოჯახო ჰოლდინგს. (ძველი საოჯახო ბიზნესი გერმანიის ქალაქ ფლენსბურგიდან).

1982
1982 წელს დოპელჰერცის უნიკალური სარეკლამო ჭრა გავიდა გერმანიის ტელევიზიაში. 1980-იანი წლების დასაწყისში გაშვებულ და წლების განმავლობაში ფართოდ გავრცელებულმა სატელევიზიო სარეკლამო კომპანიამ სწრაფად მიაღწია საკულტო სტატუსს.

2000
დოპელჰერცის ბრენდი აღარ არის მხოლოდ ცნობილი ტონიკის სინონიმი. დევიზით “რაც შენს გულს სურს” იგი იყენებს მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას ახალი პროდუქტების შემუშავებაში. უალკოჰოლო და შაქრის გარეშე ტონიკის გარდა (Vital Tonicum H), დოპელჰერცი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნივრის, ჟენშენის, ვიტამინებისა და მინერალების, ომეგა -3 ის შემცველი პროდუქტების წარმოებაში.

2011
დოპელჰერცის ბრენდი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. გულის, გუნება-განწყობის და ენერგიის მხარდამჭერი საპროფილაქტიკო პროდუქტებით დაწყებული, დღეს უკვე წარმოდგენილია მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ფართო სპექტრით, რომელიც განკუთვნილია მთელი ოჯახის ჯანმრთელობისთვის.
2014
OTC კატეგორიაში, დოპელჰერცი არის ბაზრის ლიდერი გერმანიის სასურსათო მარკეტებსა და აფთიაქებში.

2016
იქმნება ახალი პროდუქტები ონლაინ ფორმატებისთვის, როგორიცაა ინსტრაგამი და ფეისბუქი, სადაც უშუალო კონტაქტია მომხმარებელთან. პროდუქცია ასევე ვრცელდება ონლაინ პლატფორმების საშუალებით, მათ შორისაა ამაზონი.
2021
დოპელჰერცის პროდუქცია ხელმისაწვდომია და წარმოდგენილია მთელ მსოფლიოში. ჰყავს 6 შვილობილი კომპანია და მრავალი პარტნიორი 60-ზე მეტ ქვეყანაში. გარდა ამისა, პროდუქტების რეკლამა და გავრცელება ხორციელდება ინტერნეტის საშუალებით. 550-ზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს, რომ დოპელჰერცმა დააკმაყოფილოს ჯანმრთელობის პროდუქტების მუდმივად მზარდი მოთხოვნა. გერმანიის ჩრდილოეთით ახლახან გახსნილი ლოჯისტიკური ცენტრის წყალობით, ფლენსბურგი დოპელჰერცისთვის რჩება „მსოფლიოს ცენტრად“.
