თირკმელები, შარდის ბუშტი & წინამდებარე ჯირკვალი
პროდუქტები თირკმელების, შარდის ბუშტის და პროსტატისთვის
შარდის ბუშტის სისუსტე - გაიძლიერეთ შარდის ბუშტი
და თუ ეს პრობლემა გაქვთ, უმჯობესია რჩევისთვის ექიმს მიმართოთ.
გახსოვდეთ, შარდის ბუშტის სისუსტე ფართოდ არის გავრცელებული ყველა ასაკის ადამიანში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ეს უროლოგების და გინეკოლოგებისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა და არავითარ შემთხვევაში არ არის უხერხული.
როგორ მუშაობს შარდის ბუშტი
ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს ორგანიზმი შარდთან ერთად გამოდევნის. შარდის წარმოქმნას და გამოყოფას საშარდე სისტემა უზრუნველყოფს. ამ სისტემის თითოეულ ნაწილს თავისი განსაზღვრული ფუნქცია აქვს, მაგალითად, თირკმელები დღე-ღამეში ფილტრავს 120-დან 150 ლიტრამდე სისხლს, რის შედეგადაც საბოლოოდ 1-2 ლიტრი შარდი გამომუშავდება. კუნთოვანი მილების გავლით, რომლებსაც შარდსაწვეთებს ვუწოდებთ, შარდი თირკმელებიდან გადადის შარდის ბუშტში, იქიდან კი ურეთრით, შარდსადენი მილით გარეთ გამოიყოფა.
შარდის ბუშტი დაახლოებით 500-800 მლ შარდს იტევს, მაგრამ საკმარისია, მასში 200-350 მლ სითხე დაგროვდეს, ბუშტის ნერვები ტვინს გადასცემს სიგნალს, რომ საჭიროა მისი დაცლა. შარდის ბუშტის დაცლა ჩვენს ნებას ექვემდებარება. ამისთვის იკუმშება ბუშტის კუნთები, ხოლო ურეთრის სფინქტერის კუნთები დუნდება, რაც შარდს გარეთ გამოსვლას აიძულებს. შარდის ბუშტის დაცლა საშუალოდ დღეში 4-6-ჯერ ხდება.
ჯანსაღი შარდის ბუშტის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია შემდეგი:
- მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში
- ჭარბი წონის თავიდან აცილება
- ტუალეტის ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება
- საშარდე გზების ინფექციების თავიდან აცილება
- დიდი რაოდენობით სითხის მიღება
- კოფეინის შემცველ, შარდმდენ და გაზიან სასმელებზე უარის თქმა
შარდის ბუშტის სისუსტის მიზეზები
შარდის შეუკავებლობა დაავადება არ არის. ის ან რომელიმე დაავადების სიმპტომია, ან დროებითი მდგომარეობაა, რომელსაც არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ხანდაზმულებს შეიძლება უჭირდეთ საპირფარეშომდე დროულად მისვლა მოშარდვის სურვილის დაგვიანების ან შეზღუდული მოძრაობის გამო. შეუკავებლობა, განსაკუთრებით ღამით, შესაძლოა გაუარესდეს გულის დაავადებების დროს.
ქალებში შარდის ბუშტის სისუსტე ხშირად გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით ან მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტით. ორსულობამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ბუშტზე, რადგან მზარდი საშვილოსნო ზეწოლას ახდენს მასზე. შედეგად შეიძლება განვითარდეს ხშირი მოშარდვის სურვილი და უნებლიე შარდის გამოყოფა, თუმცა ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ ქრება.
მამრობითი სქესის ადამიანებსაც შეიძლება აწუხებდეთ შარდის ბუშტის სისუსტე. ასაკთან ერთად, ჰორმონალური ცვლილებების შედეგად შესაძლოა განვითარდეს პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება. გადიდებული პროსტატა ზეწოლას ახდენს შარდსადენზე, რაც ართულებს ან ზოგჯერ მთლიანად შეუძლებელს ხდის მოშარდვას და შარდის ბუშტის სრულ დაცლას.
გოგრისა და პალმეტოს თესლის ბუნებრივი მხარდაჭერა
პალმეტოს და გოგრის კომბინაცია საუკუნეების მანძილზე გამოიყენება მასში შემავალი ფიტონუტრიენტების გამო.
პალმეტო (საბალი) იზრდება ოთხ მეტრამდე სიმაღლეზე და იძლევა მოყავისფრო-შავ, ზოგჯერ ზეთოვან კენკრას. მწიფე, გამომშრალი ნაყოფი ფართოდ გამოიყენება ნატუროპათიაში.
გოგრა მიეკუთვნება გოგრისებრთა ოჯახს (Cucurbitaceae). მისი ყვავილობა იწყება ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. გოგრის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, თუმცა დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ნაყოფის შიგნით მოთავსებული თეთრი, ბრტყელი თესლი ფართოდ გამოიყენება ნატუროპათიაში და ჯანსაღ კვებაში.
პალმეტოს ნაყოფისა და მაღალი ხარისხის გოგრის თესლის კომბინაცია გამოიყენება შარდის ბუშტის სისუსტის და საშარდე გზების ფუნქციური დარღვევების დროს.
