შინაარსის გამოტოვება

იმუნური სისტემა & უჯრედების დაცვა

ჩვენი ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობები მუდმივად გამოწვევების წინაშე დგას. აღმოაჩინეთ დოპელჰერცის პროდუქტები იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.

პროდუქტები იმუნური სისტემის და უჯრედების  მხარდასაჭერად

ჩვენი სხეული მუდმივად განიცდის ვირუსებისა და ბაქტერიების შემოტევას. საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ, რადგან ძლიერი იმუნური სისტემა საიმედოდ გვიცავს მათგან.

ყველას შეუძლია აქტიურად შეუწყოს ხელი უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და გაიძლიეროს იმუნიტეტი! სრულფასოვანი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე და დასვენებისთვის დროის გამოყოფა - ორგანიზმის თავდაცვისთვის აუცილებელია.

დამატებით, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სწორ კვებას:
აუცილებელია საკვებიდან საკმარისი რაოდენობით C და D ვიტამინების, ასევე მიკროელემენტების სელენის და თუთიის რეგულარული მიღება. ეს საკვები ნივთიერებები ხელს უწყობენ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.

რჩევები იმუნური სისტემის გასაძლიერებლად:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე
  • რეგულარულად გაანიავეთ საცხოვრებელი სივრცე
  • ეწვიეთ საუნას ან მიიღეთ ცხელი/ცივი შხაპი
  • ივარჯიშეთ ღია სივრცეში
  • მოერიდეთ სტრესს და დაძაბულობას
  • იზრუნეთ ნაწლავების ჯანმრთელობაზე
  • დაიძინეთ საკმარისად
  • უზრუნველყავით ორგანიზმი აუცილებელი საკვები ნივთიერებებით 

ვიტამინი D - იმუნური სისტემის მხარდაჭერა

ვიტამინი D მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძვლებისა და კუნთების სიჯანსაღისთვის, არამედ იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი მექანიზმების გააქტივებას არასასურველი მიკრობების წინააღმდეგ, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ორგანიზმში მისი დონე საკმარისია.

გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 82%-ს და ქალების 91%-ს აქვთ  D ვიტამინის დეფიციტი.
საინტერესოა, რომ ვიტამინი D ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ვიტამინებს შორის, რომლის გამომუშავებაც ორგანიზმს თავად შეუძლია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მზის სხივების ზემოქმედება კანზე.
ზამთრის თვეებში მზის სხივები ვერ აღწევს კანამდე ისე ინტენსიურად, როგორც ზაფხულში. ამასთან, თანამედროვე ცხოვრების სტილი - ოფისში გატარებული ხანგრძლივი საათები და მზის პირდაპირი სხივებისგან თავის არიდება - კიდევ უფრო ამცირებს D ვიტამინის ბუნებრივ წარმოქმნას. ამიტომ რეკომენდებულია D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება, განსაკუთრებით ზამთარში. 

ანტიოქსიდანტები - თუთია, სელენი, C და E ვიტამინები

ანტიოქსიდანტები, როგორიცაა თუთია, სელენი, C და E ვიტამინი, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.

რა არის ოქსიდაციური სტრესი? ის წარმოიქმნება ე.წ. თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს. 
საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმს აქვს საკუთარი დამცავი სისტემა, რომელიც ანეიტრალებს გარკვეული რაოდენობის თავისუფალ რადიკალებს. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორედ ანტიოქსიდანტები, ნივთიერებები, რომლებიც იცავენ უჯრედებს და ხელს უწყობენ მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) გვხვდება მრავალ ხილსა და ბოსტნეულში.
ყველაზე ცნობილია ციტრუსები, თუმცა ბროკოლი, კომბოსტო და წიწაკა ხშირად უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს.
გაითვალისწინეთ, რომ რადგან C ვიტამინი წყალში ხსნადი ვიტამინია, თერმულმა დამუშავებამ შეიძლება შეამციროს მისი რაოდენობა.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) მცენარეული წარმოშობის ანტიოქსიდანტია. მისი ყველაზე მდიდარი წყაროებია მცენარეული ზეთები (მაგ. მზესუმზირის, ზეთისხილის) და თხილეული.
მცირე რაოდენობით გვხვდება კვერცხსა და კარაქში.

თუთია  აუცილებელი მიკროელემენტია, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარდაჭერას და უჯრედების დაცვას.
გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში, განსაკუთრებით ხორცში და ხამანწკებში. 

სელენი კიდევ ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის
წყაროა თევზი, ზღვის პროდუქტები, ხბოს ხორცი და კვერცხის გული. მცენარეული პროდუქტებიც შეიცავენ სელენს, თუმცა მათი რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაზე.