შინაარსის გამოტოვება

ნერვული სისტემა & სიმშვიდე

ყოველდღიური ცხოვრება დიდ დატვირთვას აყენებს ჩვენს ტვინს და ნერვულ სისტემას, აღმოაჩინეთ დოპელჰერცის პროდუქტები.

ნერვული სისტემა და სიმშვიდე

სტრესი თანამედროვე საზოგადოების პრობლემა გახდა. ცხოვრების დაძაბული რიტმი, სირთულეები, დაბრკოლებები და გადაუჭრელი საკითხები თანდათან გროვდება და ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ თუ ვიცით მისი წარმოშობის მექანიზმი, ვიცნობთ სტრესორებს და მათთან გამკლავების გზებს, ორგანიზმს შეუძლია მომზადება და შინაგანი ენერგიის მობილიზება სტრესული ფაქტორების წინააღმდეგ. ძლიერი ნერვები, ენერგია და კარგი კონცენტრაცია სწორედ ისაა, რაც ყველას გვჭირდება.

ამ ყველაფრის მთავარი გასაღები კი რეგულარული დასვენებაა. მხოლოდ მაშინ, როდესაც სხეული და გონება მოდუნებულია, შეგვიძლია ვიყოთ პროდუქტიულები. სცადეთ ტელეფონი სახლში დატოვოთ და გაისეირნოთ ან დაკავდეთ საყვარელი ჰობით, მთავარია, დასვენებამაც არ მოგიტანოთ სტრესი!

მნიშვნელოვანია ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის მივაწოდოთ ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება. დაამატეთ თქვენს რაციონში ე.წ. „ტვინის მკვებავი“ - რთული ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები: თხილი, მარცვლეული, ხილი (მაგალითად, ბანანი), რომლებიც ენერგიის შესანიშნავი წყაროა.

პოპულარულმა არჩევანმა, როგორიცაა შოკოლადი ან გლუკოზა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის სწრაფი მატება, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება, რადგან სისხლში შაქრის დონე სწრაფად ქვეითდება, შედეგად გვრჩება დაღლილობა, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს პროდუქტიულობაზე.

ჯანსაღი საკვები ტვინისთვის:

  • წყალი
  • მარცვლეული
  • კვერცხის გული
  • თხილი
  • ბანანი
  • ღვიძლი
  • პარკოსნები
  • ცხიმიანი თევზი
  • სელის ზეთი

ჩვენი რჩევა: შეარჩიეთ  B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ჯანსაღი და გემრიელი საკვები წასახემსებლად - ეს მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის!

ლეციტინი ტვინისა და სხეულის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!

ლეციტინი ესენციური ფოსფოლიპიდების (ქოლინი, ინოზიტოლი, ფოსფატიდილქოლინი) ბუნებრივი წყაროა. ის უჯრედული მემბრანის ძირითადი საშენი მასალაა და მონაწილეობს უჯრედების დაცვასა და აღდგენაში, ამიტომ ლეციტინი აუცილებელია ორგანიზმის თითოეული უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის, გულის კუნთის, თავის ტვინის და ნერვული უჯრედებისთვის.`

B ჯგუფის ვიტამინები - ნერვული სისტემის მხარდასაჭერად!

B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში. მათი დაბალანსებული კომბინაცია უზრუნველყოფს უპირატესობების ფართო სპექტრს, მათ შორისაა: მეთილაცია, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება, უჯრედული ენერგიის გამომუშავება, უჯრედის ფუნქციური აქტივობა, ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების ცვლის რეგულირება, ნუკლეინის მჟავების სინთეზი და ა.შ.

განსაკუთრებით, ვიტამინი B1, B2, B6, B12, ასევე ნიაცინი და ბიოტინი, ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ვიტამინი B5 უზრუნველყოფს გონებრივი მუშაობის მხარდაჭერას.

B ჯგუფის ვიტამინებია:

  • ვიტამინი B1 (თიამინი)
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
  • ვიტამინი B3 (ნიაცინი)
  • ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა)
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)
  • ვიტამინი B7 (ბიოტინი)
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)
  • ვიტამინი B12 (კობალამინი)