შინაარსის გამოტოვება

თქვენთან ერთად უკვე 100 წელზე მეტია

*IQVIA® Consumer OTC ანგარიში (აფთიაქები და მასობრივი ბაზარი), შემოსავალი, MAT თებერვალი 2025
*IQVIA® Consumer OTC ანგარიში (აფთიაქები და მასობრივი ბაზარი), შემოსავალი, MAT თებერვალი 2025
ბრენდი დოპელჰერცი

დოპელჰერცი - მთელი ოჯახის ჯანმრთელობისთვის!

100 წელზე მეტია, დოპელჰერცი გერმანული ხარისხის, გამოცდილების და ნდობის სიმბოლოა. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ, უმაღლესი ხარისხის ნედლეულსა და ინგრედიენტებს ჩვენი მედიკამენტებისა და საკვები დანამატების შემადგენლობაში.

100 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა ლეგენდარული დოპელჰერცის ტონიკი და მას მერე დოპელჰერცის პროდუქციის ასორტიმენტი მუდმივად იზრდება და ვითარდება.

ბრენდი ხელს უწყობს ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრების წესს ნებისმიერ ასაკში. ჩვენ ვზრუნავთ: ძლიერ იმუნიტეტზე, ჯანსაღ თმაზე, კანსა და ფრჩხილებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობაზე, ენერგიის ზრდაზე და სხვ.

დოპელჰერცის საკვები დანამატები შეიცავს ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებების ოპტიმალურად შერჩეულ და დაბალანსებულ კომბინაციას: ვიტამინებს, მინერალებს, მიკროელემენტებს და აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ძლიერი სტრესის ან მომატებული ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმის მოთხოვნა ვიტამინებსა და მინერალებზე მკვეთრად იზრდება. სამწუხაროდ, ყოველდღიური საკვებით ხშირად ვერ ვიღებთ ამ ნივთიერებების საჭირო რაოდენობას. სწორედ ამ დროს გვეხმარება დოპელჰერცის საკვები დანამატები - ისინი საიმედოდ და ეფექტურად ავსებენ ორგანიზმში აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტს.

დოპელჰერცის პროდუქცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, მომხმარებლის საჭიროებებისა და გემოვნების გათვალისწინებით: ტაბლეტები და კაფსულები, მიკროგრანულები და გრანულები სასიამოვნო გემოთი, მზა თხევადი ფორმები, ასევე ცხვირის სპრეი და თვალის წვეთები.

2021 წელს Doppelherz-მა მიიღო პრესტიჟული ჯილდო BEST BRANDS TopTen Award კატეგორიაში „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“. ბაზარზე წარმატების გარდა, ეს ჯილდო ასევე ითვალისწინებს ბრენდის პოპულარობას მომხმარებელთა შორის. დღეს Doppelherz-ი წარმოადგენს № 1 ბრენდს გერმანიაში ჯანმრთელობის პროდუქციის ბაზარზე* და № 1 ბრენდს ევროპაში კატეგორიაში „ვიტამინები, მინერალები და ტონიკები“**, რაც არის ჩვენი ბრენდის მიმართ მომხმარებელთა მაღალი ნდობის ნათელი დასტური.

* Doppelherz არის №1 ბრენდი ვიტამინებისა და მინერალების კატეგორიაში, კერძო სავაჭრო ნიშნების გამოკლებით, აფთიაქებში, დროგერიებსა და სურსათის საცალო ვაჭრობის ობიექტებში. პერიოდი: 2025 წლის მარტი – 2026 წლის თებერვალი. წყარო: Top Brands OTC1 04 Vitamins, Minerals and Nutrition Supplements, IQVIA® Consumer OTC Report, Pharmacy incl. Mass Market.

** წყარო: IQVIA CH Customized Insights, კატეგორია Vitamins & Tonics ევროპაში. რეიტინგი ეფუძნება International Brand-ს და გაყიდვების ღირებულებას (LCE/PUB) MAT Q1/2026 პერიოდისთვის. მონაცემები ეფუძნება რეალური საბაზრო აქტივობის შეფასებებს. Copyright IQVIA. All rights reserved.