შინაარსის გამოტოვება

ენერგია & პროდუქტიულობა

ყოველდღიური ცხოვრება ზოგჯერ სტრესთანაა დაკავშირებული. გაეცანით ჩვენს პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ენერგიის, გამძლეობის და კონცენტრაციის შენარჩუნებაში.
შესაბამისი შედეგები ვერ მოიძებნა.

დაიწყეთ დღე ენერგიულად! 

გრძნობთ დაღლილობას და ენერგიის ნაკლებობას?
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია - სწავლა, სამუშაო, ოჯახი, მეგობრები... ყველაფერი ერთად მოითხოვს ყურადღებას და ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ხშირად ვგრძნობთ ემოციურ და ფიზიკურ გადაღლას. თუმცა ენერგიის აღდგენა შესაძლებელია. ზრუნვა საკუთარ თავზე იწყება მცირე ნაბიჯებით - სწორი კვება, საკმარისი დასვენება და გონივრული ტემპის არჩევა.
ზოგჯერ „არა“-ს თქმა და მოკლე პაუზის აღება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. ამასთან მნიშვნელოვანია, ორგანიზმს მივაწოდოთ აუცილებელი ნუტრიენტები. B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 - დაღლილობის წინააღმდეგ

ვიტამინი B12 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ენერგიის გამომუშავებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია მრავალფეროვანი საკვებით გავამდიდროთ ჩვენი რაციონი, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რაც ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსზე და საერთო კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას.
ვიტამინ B12-ის არასაკმარისი რაოდენობით მიღებას მრავალი მიზეზი აქვს: 

B ჯგუფის ყველა ვიტამინი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად იშლება ხანგრძლივი მომზადებისა და შენახვის პროცესში.    

ვიტამინი B12 ძირითადად გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში: ხორცში, კვერცხსა და რძეში, ხოლო მცენარეულ საკვებში იგი თითქმის არ მოიპოვება. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც იცავენ მკაცრ ვეგეტარიანულ ან ვეგანურ დიეტას, პრაქტიკულად ვერ იღებენ ამ ვიტამინს საკვების საშუალებით.

ორგანიზმში B12-ის ასათვისებლად აუცილებელია სპეციფიკური ცილა, რომლის გამომუშავებაც ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. შედეგად, ხანდაზმულ ადამიანებში ვიტამინ B12-ის ათვისების უნარიც მცირდება და ორგანიზმში მისი დეფიციტის რისკი იზრდება.

ვიტამინი B12:

  • ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმს, ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • ამცირებს დაღლილობას და სისუსტის შეგრძნებას
  • ზრდის წინააღმდეგობას ყოველდღიური სტრესის მიმართ
  • ხელს უწყობს  სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას

საკმარისი ვიტამინი B12-ის მიღება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის, ენერგიის და პროდუქტიულობის მხარდასაჭერად!

L-არგინინი - ამინომჟავები, როგორც პროტეინის მთავარი შემადგენელი ნაწილები

ყველას სურს იყოს ენერგიული და კარგ ფიზიკურ ფორმაში. თუმცა, რეგულარული ფიზიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული კვებაც. ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები, არამედ ამინომჟავებიც.
ადამიანის სხეული დაახლოებით 20%-ით შედგება პროტეინებისგან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და თითქმის ყველა ბიოლოგიურ პროცესში იღებენ მონაწილეობას. 

ზოგიერთ ამინომჟავას ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს. ისინი შეუცვლელი ამინომჟავებია, რომლებიც მხოლოდ საკვებიდან უნდა მივიღოთ.

ორგანიზმს შეუძლია ზოგიერთი ამინომჟავის, მაგალითად არგინინისა და ჰისტიდინის, გამომუშავება, მაგრამ სტრესულ სიტუაციებში ან გარკვეულ პირობებში მათი გამომუშავება მცირდება, ამიტომ მათ ნაწილობრივ შეუცვლელ ამინომჟავებს უწოდებენ.

8 შეუცვლელი ამინომჟავაა:
(საჭიროა მათი საკვებით მიღება)

  • ფენილალანინი
  • ტრიფტოფანი
  • ვალინი
  • იზოლეიცინი
  • ლეიცინი
  • ლიზინი
  • მეთიონინი
  • ტრეონინი

2 ნახევრად შეუცვლელი ამინომჟავაა:
(მიიღება საჭიროების დროს)

  • არგინინი
  • ჰისტიდინი

რჩევა: საკვებ დანამატებში ამინომჟავები უნდა იყოს ბუნებრივი ფორმით. 
მათი აღნიშვნა ხდება ამინომჟავის სახელის წინ დასმული „L-“ ასოთი (მაგალითად, L-ლიზინი).