შინაარსის გამოტოვება

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის ომეგა-3 პროდუქტების ფართო არჩევანს სხვადასხვა დოზით

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - თქვენი ჯანმრთელობისთვის

ჩვენი კვება პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. ისინი გვხვდება გარკვეულ მცენარეულ ზეთებში, თხილში და, უპირველეს ყოვლისა, ზღვის პროდუქტებში. ბევრი ადამიანი, სიტყვას „ცხიმოვან მჟავებს“ აიგივებს ცხიმებთან, მაგრამ ასე არ არის, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

პირველ რიგში, არსებობს განსხვავება ნაჯერ და უჯერ ცხიმებს შორის. არ უნდა მიირთვათ ძალიან ბევრი უჯერი ცხიმი, რომელიც ძირითადად ხორცსა და ცხიმიანი რძის პროდუქტებში გვხვდება.
ნორმალური მეტაბოლიზმისთვის გვჭირდება გარკვეული ჯანსაღი ცხიმები, განსაკუთრებით პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ძირითადად დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA).

მუცლადყოფნის პერიოდშიც კი ბავშვს სჭირდება EPA და DHA ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. თუმცა, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლო როლს ასრულებენ ნებისმიერ ასაკში. ისინი მნიშვნელოვანია ტვინის მეტაბოლიზმის, გულის ნორმალური ფუნქციონირების და თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. 

ძალიან ცოტა თევზს მივირთმევთ!

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით.
ომეგა-3-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველაზე ეფექტური გზა ცხიმიანი ზღვის თევზის (ორაგული, სკუმბრია, თინუსი, სარდინები)  რეგულარული მიღებაა, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია EPA და DHA-თი და ითვლება გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო ბუნებრივ წყაროდ. 

ბავშვებმა, ისევე როგორც მოზრდილებმა, შესაძლოა საკვებით ვერ მიიღონ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობა, რადგან გერმანიის ნუტრიციოლოგების მონაცემებით, ბევრ ადამიანს თევზი გაცილებით იშვიათად აქვს ჩართული მენიუში, ვიდრე რეკომენდებულია. მოსახლეობის 16% საერთოდ არ მიირთმევს თევზს. იგივე ტენდენცია შეინიშნება ბავშვებსა და მოზარდებშიც, მათ მიერ თევზის მოხმარება ასევე ნაკლებია.

ჩვენი რჩევა: იდეალურია კვირაში ორჯერ მიირთვათ თევზის კერძი, რომელთაგან ერთი ზღვის თევზისგან იქნება მომზადებული.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA, DHA და მათი გამოყენება

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA მართლაც შეუცვლელია. 
თანამედროვე კვლევები სულ უფრო მკაფიოდ ადასტურებს მათ დადებით გავლენას ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი მეცნიერი კი მიიჩნევს, რომ ადამიანის ევოლუციური განვითარებაც კი დიდწილად სწორედ თევზის მოხმარების დამსახურებაა.

ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის:

ჩვენი სწავლის და კონცენტრაციის უნარი პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს კვებასთან.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რადგან DHA ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ტვინის მეტაბოლურად აქტიურ უბნებში - მიტოქონდრიებში, სინაფსებსა და თავის ტვინის ქერქში.
ამ მიზეზით, აუცილებელია DHA-ს საკმარისი რაოდენობის მიღება, რათა ტვინმა შეინარჩუნოს ნორმალური მეტაბოლიზმი და ენერგიის გამომუშავება. DHA-ს რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 250 მგ-ს.

გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის:

გულის ჯანმრთელობა მხოლოდ ვარჯიშზე, კარგ ძილზე და დასვენებაზე არ არის დამოკიდებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი კვებაც.
DHA-სა და EPA-ს საკმარისი რაოდენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში.
კვლევების მიხედვით, დღეში 250 მგ-ის მიღება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

ნორმალური მხედველობისთვის:

სამყაროს შესახებ ინფორმაციის დაახლოებით 80%-ს თვალების საშუალებით ვიღებთ, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობის დაცვა და შენარჩუნება.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალის ნორმალურ ფუნქციონირებაში, რადგან ისინი ბადურისა და ფოტორეცეპტორული უჯრედების სტრუქტურის ნაწილია.
დღიურად 250 მგ DHA-ს მიღება ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას და თვალების ჯანმრთელობას.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობის დროსაც კი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA,DHA) ხელს უწყობენ ბავშვის თვალებისა და ტვინის ნორმალურ და ჯანსაღ განვითარებას. DHA ტვინის, ნერვული ქსოვილის და თვალების კომპონენტია, რომელიც ორსულობის ბოლოს და ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად გროვდება. 

რადგან, დედა ნაყოფს გადასცემს DHA-ს ჭიპლარის მეშვეობით, ამიტომ  დღიური 250 მგ EPA/DHA-ის მიღების პარალელურად რეკომენდებულია DHA-ს რაოდენობის გაზრდა 200 მგ-ით.