შინაარსის გამოტოვება

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400

ომეგა-3 კონცენტრატით

საკვები დანამატი
დოპელჰერცი აქტივი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400 წინა ხედი
დოპელჰერცი აქტივი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400 მარცხენა ხედი
დოპელჰერცი აქტივი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400 მარჯვენა ხედი
დოპელჰერცი აქტივი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400 უკანა ხედი

  • შეიცავს ზღვის თევზის ქონიდან მიღებულ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს მაღალი დოზით - 1400 მგ
  • EPA და DHA ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან
არ შეიცავს გლუტენს ატრიბუტის სიმბოლო
არ შეიცავს გლუტენს
არ შეიცავს ლაქტოზას ატრიბუტის სიმბოლო
არ შეიცავს ლაქტოზას

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები გულის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!

პროდუქტი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით 
(EPA, DHA), რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და ორგანიზმის ზოგად კეთილდღეობას.

ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძველი დაბალანსებული კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობაა. თუმცა, თანამედროვე რაციონში ხშირად ჭარბობს ნაჯერი და ცხოველური ცხიმები, მაშინ როცა პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაკლებად მოიხმარება.
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) არ სინთეზირდება ორგანიზმში, ამიტომ მათი მიღება აუცილებელია საკვებით, ან საკვები დანამატებით.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების სასარგებლო გავლენა პირველად აღინიშნა გრენლანდიელ ინუიტებში, რომელთა დიეტა მდიდარია ზღვის თევზით - ომეგა-3-ის ბუნებრივი წყაროთი.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 1400 შეიცავს კონცენტრირებულ ზღვის თევზის ქონს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღებას.
თითოეული კაფსულა შეიცავს 485 მგ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას, მათ შორის

  • 285 მგ EPA
  • 190 მგ DHA

DHA და EPA ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, დადებითი ეფექტი მიიღწევა 250 მგ EPA-ს და DHA-ს ყოველდღიური მიღებით.

გარდა ამისა, პროდუქტი გამდიდრებულია E ვიტამინით, რომელიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

დღეში მხოლოდ ერთი კაფსულა უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის აუცილებელ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალურ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს გულის, ტვინისა და უჯრედების ჯანმრთელობის მხარდაჭერას.

შემადგენლობა
ინგრედიენტები
1 კაფსულა
% NRV*
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები
485 მგ
**
ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA)
285 მგ
**
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA)
190 მგ
**
ვიტამინი E
20 მგ α-TE
167%
* კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
** კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები არ არის ხელმისაწვდომი
გამოყენების რეკომენდაცია

მიიღება1 კაფსულა დღეში 12 წლის ასაკიდან.

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
კაფსულები არ არის შესაფერისი ყლაპვის გაძნელების მქონე ადამიანებისთვის.
ინახება მშრალ, გრილ, არანაკლებ 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ გამოიყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების და ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

ინგრედიენტები

ზღვის თევზის ქონის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონცენტრატი, ჟელატინი (საქონლის ხორცი), დამატენიანებელი გლიცერინი, ვიტამინი E

GTIN: 4009932137606