შინაარსის გამოტოვება

თვალების ჯანმრთელობა

კარგი მხედველობა ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას, ამიტომ, ზრუნვა თვალების ჯანმრთელობაზე აუცილებელია.
შესაბამისი შედეგები ვერ მოიძებნა.

თვალების ჯანმრთელობა 
მხედველობა - სამყაროს დანახვის საოცარი გრძნობა 

მხედველობა არის ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობა, რომლის მეშვეობითაც ვინარჩუნებთ, ვარჩევთ და ვამუშავებთ გარე სამყაროდან მიღებულ ვიზუალურ ინფორმაციას.
ტვინი თავისი რესურსების თითქმის მესამედს იყენებს იმისთვის, რომ დაამუშაოს ვიზუალური შთაბეჭდილებები - შევიცნოთ ფერები, ფორმები, მოძრაობა და განვსაზღვროთ მანძილი.

თუმცა, თვალები არა მხოლოდ სამყაროს აღქმის საშუალებაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოც, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დაცვა და მხედველობის გაძლიერება  რადგან კარგი მხედველობა შეუცვლელი საგანძურია!

ჯანსაღი კვება თვალებისთვის

ბუნებრივი მხედველობა, როგორც წესი, დაახლოებით 40 წლის ასაკიდან იწყებს დაქვეითებას. თუმცა, სწორი ცხოვრების წესით შესაძლებელია თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნება.
„მხედველობაზე ორიენტირებული კვება“, მარტივ ყოველდღიურ ჩვევებთან - ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი, მზის სათვალის ტარება და მოწევაზე უარის თქმა - მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისა და მხედველობის შესანარჩუნებლად.

მაგრამ რას ნიშნავს „მხედველობაზე ორიენტირებული კვება“?
გერმანიის ნუტრიციოლოგთა რეკომენდაციის მიხედვით, დღეში უნდა მივიღოთ ხილისა და ბოსტნეულის ხუთი ულუფა, რათა ორგანიზმმა მიიღოს საჭირო ვიტამინები და მიკროელემენტები.
ასეთი კვება სასარგებლოა თვალებისთვისაც, რადგან ის ხელს უწყობს კარგი მხედველობის შენარჩუნებას ასაკის მატებასთან ერთად.

თვალებისთვის აუცილებელი ნივთიერებები:

ვიტამინი A მხედველობის ნორმალური ფუნქციის მხარდაჭერა
ვიტამინი C უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან
ვიტამინი E უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან
ლუთეინი მაკულას ჯანმრთელობის მხარდაჭერა
ზეაქსანტინი მაკულას ჯანმრთელობის მხარდაჭერა
თუთია მხედველობის ნორმალური ფუნქციის მხარდაჭერა
სელენი უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან
DHA (დჰა) მხედველობის მხარდაჭერა

ვიტამინი A - თვალის ვიტამინი

A ვიტამინი ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას, ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „თვალის ვიტამინს“. მისი წყაროა ღვიძლი, ცხიმიანი ყველი, სკუმბრია, კვერცხი. სტაფილო მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც A ვიტამინის წინამორბედია და მიიჩნევა „მხედველობისთვის მნიშვნელოვან ნუტრიენტად“. A ვიტამინზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს განსაკუთრებული დატვირთვის დროს, როგორიცაა ხანგრძლივად კომპიუტერის ეკრანთან, ტელევიზორთან ყოფნა, ძლიერი მზის სხივების გავლენა ან ღამით მანქანის მართვა.

ლუთეინი + ზეაქსანტინი – მაკულას კომპონენტები

ჩვენი მკვეთრი და კონტრასტული მხედველობა დამოკიდებულია თვალის ბადურაზე არსებულ მცირე უბანზე - მაკულაზე („ყვითელ ხალზე”). ლუთეინი და ზეაქსანტინი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის და მხედველობის შენარჩუნებისთვის. ისინი გროვდებიან მაკულაში და შთანთქავენ ულტრაიისფერ (UV) და ლურჯ სინათლეს. ეს ორი ნივთიერება მოქმედებს როგორც ბუნებრივი „ფილტრი“ თვალისთვის - იცავენ, აძლიერებენ თვალის ფუნქციას და აფერხებენ მხედველობის დაქვეითებას.
ლუთეინი და ზეაქსანტინი მიეკუთვნება კაროტინოიდების ჯგუფს - ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვხვდება მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში (ისპანახი, კეილი, ბროკოლი), სიმინდში, კვერცხის გულში და სხვა მცენარეულ პროდუქტებში.

თუთია, სელენი + ვიტამინი C და E - თვალების  ბუნებრივი დაცვა!

ჩვენი თვალები მუდმივად განიცდის სინათლის ზემოქმედებას და ჟანგვით სტრესს, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების წარმოების ზრდას. მათ გასანეიტრალებლად  უჯრედებს სჭირდებათ ძლიერი დამცავი სისტემა.
ვიტამინი C და E, სელენი და თუთია, ხელს უწყობენ უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესისგან.
ვიტამინი C უხვად გვხვდება ციტრუსებში, ბულგარულ წიწაკასა და მარწყვში.
ვიტამინი E ძირითადად მოიპოვება მცენარეულ ზეთებში.
სელენი და თუთია უხვადაა თევზში, ხორცსა და სხვა ცხოველურ პროდუქტებში.
რჩევა: ხამანწკები თუთიის ერთ-ერთი უმდიდრესი ბუნებრივი წყაროა - მენიუში მათი დამატება კარგი არჩევანია თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად! 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (DHA) - მხედველობის  მნიშვნელოვანი კომპონენტი

დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA), პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის. DHA აუცილებელია ბადურას სტრუქტურული მთლიანობისთვის და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებაში. DHA გვხვდება არა მხოლოდ ბადურაში, არამედ ცრემლის აპკის ცხიმოვან შრეშიც, რომელიც იცავს თვალს გამოშრობისგან და უზრუნველყოფს დატენიანებას. ცივი წყლის თევზები - ქაშაყი, სკუმბრია და ორაგული - განსაკუთრებულად მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და წარმოადგენენ მათ საუკეთესო ბუნებრივ წყაროს.

მხედველობა ჩვენი ყველაზე ძვირფასი გრძნობაა - გაუფრთხილდით მას!