შინაარსის გამოტოვება

გაციება

ყველამ იცის გაციების და მისი უსიამოვნო გვერდითი მოვლენების შესახებ. გაეცანით ჩვენს პროდუქციას

გაციების ბუნებრივი საშუალებები

ვინ არ იცის, რა არის გაციება? გაციება - ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელიც ხშირად გამოწვეულია ვირუსებით. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა - შეიძლება იყოს 200-ზე მეტი სახეობის ვირუსი.

მოზრდილები საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ ცივდებიან, ხოლო პატარა ბავშვები - წელიწადში 8-ჯერ. ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ კიდევ სრულად არ არის განვითარებული, ისინი ვერ იცავენ ჰიგიენის ნორმებს და ხშირად მჭიდრო კონტაქტში არიან სხვა ბავშვებთან.

გაციების დროს ხშირად ადგილი აქვს ყელის ტკივილს, ხველას, სურდოს, ხმის ჩახლეჩას, სისუსტის შეგრძნებას, თავის ტკივილს. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საკუთარი თავის მოვლას, არ არის რეკომენდებული ზედმეტი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვა.

გაციების სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში მცირდება და ორ კვირაში სრულად გაივლის. თუმცა, გაციებისგან გამოწვეული დისკომფორტის ატანა არ არის აუცილებელი - ბუნება მზადაა, რომ დაგეხმაროთ!

რა დაგვეხმარება გაციების დროს გამოჯანმრთელობაში:

  • ქათმის ბულიონი
  • თაფლიანი რძე
  • ცაცხვის ყვავილის ჩაი
  • ხახვისგან დამზადებული სიროფი
  • ყელის სავლები  ჩაი სალბით
  • ინჰალაცია გვირილის ყვავილებით
  • კომპრესი ყელზე
  • ცხვირის გამორეცხვა

ევკალიპტი - ბუნებრივი საშუალება გაციების დროს

ევკალიპტი ავსტრალიური მცენარეა, რომელიც გამორჩეული არომატითა და სასარგებლო თვისებებითაა ცნობილი. მის ფოთლებში არსებული ბუნებრივი აქტიური ნივთიერება - ევკალიპტოლი - ძირითადად გამოიყენება სასუნთქი გზების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
ევკალიპტის ზეთი ხელს უწყობს ნახველის გათხელებას და ამოღებას, ამსუბუქებს ხველას, ხსნის ცხვირის გაჭედვას, უზრუნველყოფს  თავისუფალ სუნთქვას, ამცირებს ყელის ტკივილს.
მისი სურნელი ასუფთავებს ჰაერს და ქმნის სიმსუბუქის შეგრძნებას.

მრავალძარღვა - ამშვიდებს  გაღიზიანებულ ყელს

ბევრს ალბათ არაერთხელ უნახავს მრავალძარღვა თავისი მოკრძალებული ყვავილით, თუმცა მისი სახელი არ იცის. 2014 წელს მრავალძარღვა წლის სამკურნალო მცენარედაც კი დასახელდა. მის ფოთლებში შედის ლორწო, მწარე და მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, ვიტამინი K, გლიკოზიდ აუკუბინი, ფლავონოიდები და გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ხველის, ანთებითი პროცესების, ბაქტერიული ინფექციების, ტკივილის დროს, ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
მრავალძარღვას ფოთლებში შემავალი ნივთიერებები ლორწოვან გარსზე ქმნიან დამცავ ფენას, რაც ხელს უწყობს გაღიზიანებული ყელის და ხახის ლორწოვანი გარსის აღდგენას და ხველის შემცირებას.

ცხვირის სპრეი პანთენოლით

ყოველდღიურად ცხვირით 10 000 ლიტრზე მეტი ჰაერი გადის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გაციებისას ცხვირის სპრეი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საშუალებაა.
გაჭედილი ან გამომშრალი ცხვირი არა მხოლოდ დისკომფორტს იწვევს, არამედ რესპირატორულ ინფექციებთან ბრძოლის უნარსაც ამცირებს.

მშრალი ჰაერი, კონდიცირებული ან გადახურებული ოთახები, ასევე მტვერით დაბინძურებული გარემო ხშირად იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი რეგულარული დატენიანება და გაწმენდა ზღვის წყლის საშუალებით, ხოლო დამატებით დამატენიანებელი კომპონენტი - პანთენოლი - ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას.

პანთენოლი (დექსპანთენოლი) გამოირჩევა დამატენიანებელი და დამამშვიდებელი თვისებებით. კანის ფენებში იგი გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად (ვიტამინი B5), რომელიც ცნობილია თავისი აღდმდგენი თვისებებით.

პანთენოლის შემცველი ცხვირის სპრეი ატენიანებს, ასუფთავებს და ამშვიდებს ცხვირის ლორწოვან გარსს, რაც ხელს უწყობს უფრო თავისუფალ სუნთქვას და საერთო კომფორტის აღდგენას.