შინაარსის გამოტოვება

ივიპექტი

მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სიროფი

საკვები დანამატი
დოპელჰერცი აქტივი ივიპექტი წინა ხედი
დოპელჰერცი აქტივი ივიპექტი მარცხენა ხედი

  • ხელს უწყობს ნახველიანი ხველის შემსუბუქებას და ამშვიდებს გაღიზიანებას
  • განკუთვნილია 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
  • სუროს ექსტრაქტითა და თაფლით
არ შეიცავს გლუტენს ატრიბუტის სიმბოლო
არ შეიცავს გლუტენს
არ შეიცავს ლაქტოზას ატრიბუტის სიმბოლო
არ შეიცავს ლაქტოზას

ეფექტური დახმარება ნახველიანი ხველის დროს

დოპელჰერცი აქტივი ივიპექტი ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას სასუნთქი გზებიდან, ჭარბი ლორწოს მოცილებას ბრონქების სანათურიდან, ხსნის სპაზმს და ყელის გაღიზიანებას.

ხველა ბუნებრივი რეფლექსია, რომელიც ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას. „პროდუქტიული“ ტიპის  ხველა მიუთითებს, რომ ბრონქები ლორწოთი არის გაჭედილი. ტრადიციულად, ამ სეკრეტის გათხელებისა და სასუნთქი გზებიდან გამოდევნის მიზნით, გამოიყენება ამოსახველებელი თვისებების მქონე სხვადასხვა ბუნებრივი საშუალება. მათ შორის, სურო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამოსახველებელ მცენარედ ითვლება მისი თერაპიული ეფექტურობისა და კარგი ამტანობის გამო.

დოპელჰერცი აქტივი ივიპექტი არის მუკოლიზური და ამოსახველებელი სიროფი მოზრდილებისთვის. იგი არ იწვევს ძილიანობას, შეიცავს სუროს ექსტრაქტს, რომელიც ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას და აადვილებს მის ამოხველებას. ივიპექტის სიროფი ასევე შეიცავს თაფლს, რომელიც ამშვიდებს გაღიზიანებულ ყელს და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას მისი ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით.

გამოყენების რეკომენდაცია

მიიღება 12 წლის ასაკიდან 5 მლ 3-ჯერ დღეში.

გაფრთხილება

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას. თუ სიმპტომები 7 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. შემთხვევაში. არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინგრედიენტები

გლუკოზის სიროფი, წყალი, თაფლი, ლიმონმჟავა, სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ფორთოხლის არომატი.

GTIN: 4009932922929