დოპელჰერცი აქტივი კურკუმა 750
კურკუმინით და D3 ვიტამინით (1000 სე)
- შეიცავს 750 მგ კურკუმას ფესვის ექსტრაქტს, საიდანაც კურკუმინი 35 მგ-ია
- მაღალი ხარისხის, მცენარეული წარმოშობის პროდუქტი
- ვიტამინი D3 ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარდაჭერას
- პიპერინი უზრუნველყოფს შემადგენელი კომპონენტების უკეთ ათვისებას
დოპელჰერცი აქტივი კურკუმა 750 -პიპერინით და D ვიტამინით!
მცენარის ფესვის მშრალი ექსტრაქტი ფართოდ გამოიყენება სანელებლად - იგი გამოირჩევა ინტენსიური ფერითა და უნიკალური არომატით.
ინდური კურკუმა (Curcuma longa L.) განსაკუთრებულია თავისი ბუნებრივი შემადგენლობით, მდიდარია აქტიური ნივთიერებებით და შეიცავს მნიშვნელოვან მცენარეულ კომპონენტს - კურკუმინს, რომელიც განსაზღვრავს მის სასარგებლო თვისებებს და ყვითელ ფერს.
დოპელჰერცი® აქტივი კურკუმა 750 შეიცავს მაღალი ხარისხის კურკუმას ფესვის ექსტრაქტს ვეგეტარიანულ კაფსულებში, რაც შესაძლებელს ხდის პროდუქტის გამოყენებას ვეგეტარიანელებში.
საკვები დანამატი შეიცავს უმაღლესი ხარისხის კურკუმას ფესვის ექსტრაქტს 750 მგ-ს (Curcuma Longa L.) 35 მგ ბუნებრივ კურკუმინს, 2 მგ პიპერინს და 1000 სე ვიტამინ D3-ს.
პიპერინი მიღებულია შავი წიწაკიდან. იგი ხელს უწყობს კურკუმინის უკეთ შეწოვას ორგანიზმში.
ვიტამინი D უზრუნველყოფს კალციუმის ნორმალურ ათვისებას, ინარჩუნებს ძვლების და კბილების ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდაჭერას.
თითო კაფსულა შეიცავს 25 მკგ ვიტამინ D3-ს, რაც შეესაბამება 1000 სე-ს.
ადამიანის ორგანიზმი ვიტამინ D-ს თავადაც გამოიმუშავებს, როცა კანი რეგულარულად იღებს მზის სინათლეს.
თუმცა, თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და კლიმატური პირობების გამო, ეს ბუნებრივი პროცესი ხშირად არასაკმარისია.
კურკუმა – ინდოეთის წმინდა მცენარე!
კურკუმა, ჯინჯერის ოჯახის წარმომადგენელი, უკვე 5 000 წელია აქტიურად გამოიყენება ინდოეთსა და აზიაში თავისი უნიკალური თვისებების გამო.
მისი ფესვი მდიდარია ბუნებრივი ნივთიერებებით და ცნობილია როგორც „ოქროს სანელებელი“.
დღეს კურკუმა პოპულარულია მთელ მსოფლიოში - მისი აქტიური ინგრედიენტი კურკუმინი ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას და საერთო კეთილდღეობას.
გერმანიაში კურკუმას ძირითადად სანელებლად იყენებენ.
მისი ფესვის მშრალი ექსტრაქტის ოდნავ ცხარე გემო მას პოპულარულ ინგრედიენტად აქცევს ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა ვორსტერშირის სოუსი, მდოგვი, სუნელები.
კურკუმინი - კურკუმას მთავარი პიგმენტი
კურკუმა არა მხოლოდ კერძებს აძლევს გამორჩეულ, ოდნავ ცხარე არომატს, არამედ მათ დამახასიათებელ ოქროსფერ ელფერსაც სძენს.
კურკუმას უნიკალური ფერი და თვისებები განპირობებულია კურკუმინით - ბუნებრივი ინგრედიენტით, რომელიც მცენარეს იცავს ბაქტერიებისა და მავნებლებისგან.
კურკუმა ხშირად გვხვდება სუნელებსა და მრავალ მზა კერძში. ზოგიერთ სამზარეულოში კი კურკუმინს ყვითელი ფერის გამო იყენებენ როგორც ზაფრანის უფრო ხელმისაწვდომ შემცვლელს.
მიიღება მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს, ან შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
შესაძლებელია კაფსულის შიგთავსის საჭმელთან შერევა.
არ გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში.
თუ კურკუმა 750 მგ-ს იღებთ სხვა მედიკამენტებთან ერთად, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
კურკუმას ფესვის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს კურკუმინს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, პიპერინი, ვიტამინი D.











