დოპელჰერცი ვიტამინი D 1000 სე ექსტრა
- ერთი ტაბლეტი შეიცავს 25 მკგ D ვიტამინს (=1000 სე)
- ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებას
- მნიშვნელოვანი ვიტამინია კუნთებისთვის

D ვიტამინი: მისი მნიშვნელობა, გაზრდილი მოთხოვნილება და ორგანიზმში არასაკმარისი წარმოქმნა
გერმანიის კვების საზოგადოების (DGE) მონაცემებით, როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია D ვიტამინის ენდოგენური სინთეზი, იზრდება მისი რეკომენდებული დღიური მიღების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, დოპელჰერცის ტაბლეტები შეიცავს 25 მკგ D ვიტამინს, რაც შეესაბამება 1000 სე-ს (საერთაშორისო ერთეულს).
უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ვიტამინი D, როგორც კალციუმის შეწოვისა და მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი მარეგულირებელი, ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობისა და სიმტკიცის შენარჩუნებას. თუმცა, დღეს უკვე ცნობილია, რომ ვიტამინი D ამ ფუნქციით არ შემოიფარგლება და ორგანიზმში არაერთ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს.

ვიტამინი D – ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინი
- ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ ათვისებას და გამოყენებას
- მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებაში
- ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
- მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
ვიტამინი D – მზის ვიტამინი
ჩვენს ორგანიზმს შეუძლია D ვიტამინის წარმოქმნა კანზე მზის სხივების რეგულარული ზემოქმედების შედეგად. თუმცა ეს ბუნებრივი პროცესი ხშირად არ არის საკმარისი მოთხოვნილების სრულად დასაკმაყოფილებლად.
განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, როდესაც მზის სხივების ზემოქმედება მცირდება, ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნაც იკლებს.
ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ორგანიზმის უნარი, თავად წარმოქმნას ვიტამინი D. შედეგად, ორგანიზმში მცირდება D ვიტამინის დონე და შესაძლოა გაიზარდოს მისი დამატებით მიღების საჭიროება.
თუმცა ბევრი ადამიანი საკვებითაც არასაკმარისი რაოდენობით იღებს ვიტამინ D-ს. ეს პრობლემა ეხება როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანდაზმულებს.
ვიტამინი D მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გვხვდება ზოგიერთ საკვებში, მაგალითად თევზსა და ღვიძლში. ამასთანავე, ასეთი პროდუქტები ყოველდღიურ რაციონში ყოველთვის არ არის საკმარისი რაოდენობით წარმოდგენილი.
2008 წელს ჩატარებულმა „ეროვნულმა კვების კვლევამ“ აჩვენა, რომ ქალების 91% და მამაკაცების 82% არასაკმარისი რაოდენობით იღებს ვიტამინ D-ს. დოპელჰერცის ტაბლეტები შეიცავს 25 მკგ ვიტამინ D-ს, რაც შეესაბამება 1000 სე-ს (საერთაშორისო ერთეულს).
საკვები დანამატის "დოპელჰერცი აქტივი ვიტამინი D1000 ექსტრა"-ას მიღება რეკომენდებულია:
- ორგანიზმში D ვიტამინის არასაკმარისი წარმოქმნის შემთხვევაში
- არაბალანსირებული, D ვიტამინით ღარიბი კვების დროს
- მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედებისას
- ზამთრის თვეებში
- ხანდაზმულ ასაკში
დოპელჰერცი აქტივი ვიტამინი D 1000 სე ექსტრას მხოლოდ 1 ტაბლეტი დღეში უზრუნველყოფს D ვიტამინის დამატებით მიღებას და ხელს უწყობს გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზმში მისი ბუნებრივი წარმოქმნა არასაკმარისია.
- *
- კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, დაუღეჭავად.
არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსულებისთვის.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლში ვიტამინ D-ის დონის კონტროლი. ვიტამინ D-ის შემცველი სხვა პრეპარატები არ უნდა იქნას მიღებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სისხლში კალციუმის მომატებული დონის (ჰიპერკალციემია) ან შარდში კალციუმის მომატებული კონცენტრაციის (ჰიპერკალციურია) შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა, შემავსებელი: ჯვარედინად შეკავშირებული კარბოქსიმეთილცელულოზა, დამფარავი აგენტი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, საღებავი: კალციუმის კარბონატი, ანტიშემკვრელი აგენტი: მაგნიუმის ჰიდროქსიდის კარბონატი, ანტიშემკვრელი აგენტი: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ანტიშემკვრელი აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ანტიშემკვრელი აგენტი: ტალკი, შემავსებელი: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დამფარავი აგენტი: პოლიეთილენგლიკოლი, ვიტამინი D.








