მაგნიუმი ნაითი 500
დეპო ტაბლეტები - მელისა და ლავანდის ზეთით
- მაგნიუმი მნიშვნელოვანი მინერალია კუნთების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის
- ვიტამინი B1, B6 და ნიაცინი ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- ვიტამინი D უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას
- დამატებით შეიცავს ლავანდის ზეთსა და მელისას ექსტრაქტს

მაგნიუმი კუნთების ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად მთელი ღამის განმავლობაში

ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, როგორც სამუშაო პროცესში, ისე სპორტული აქტივობის დროს, ზრდის დატვირთვას კუნთებსა და ნერვულ სისტემაზე. ასეთ პირობებში ორგანიზმის მოთხოვნილება გარკვეულ ვიტამინებსა და მინერალებზე შესაძლოა გაიზარდოს, ამიტომ მათი საკმარისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დოპელჰერცი აქტივი მაგნიუმი ნაითი ორგანიზმს ამარაგებს 500 მგ მაგნიუმით, D ვიტამინით და B ჯგუფის ვიტამინებით. დამატებით მცენარეულ კომპონენტებს - ლავანდის ზეთს და მელისას ექსტრაქტს.
მაგნიუმი მონაწილეობს ენერგეტიკულ პროცესებში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში. იგი ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. ითვლება, რომ მაგნიუმმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს ძილის ხარისხზე.
ვიტამინი D ასევე, მაგნიუმთან ერთად, ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
ვიტამინები B1, B6 და ნიაცინი ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ლავანდას ზეთი მიიღება ლავანდას ყვავილებიდან. ნაზი იასამნისფერი ყვავილებითა და გამორჩეული არომატით ლავანდა გამოიყენება არომათერაპიასა და მედიცინაში, როგორც დამამშვიდებელი საშუალება. შესაძლებელია, იგი დადებითად მოქმედებდეს განწყობაზე და ძილზე.
მელისა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის მცენარეა, თუმცა დღეს ფართოდ არის გავრცელებული მთელ ევროპაში. მისი ნაზი, სუფთა და ლიმონის მსგავსი არომატის გამო მელისა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ხშირად მოიხსენიება, როგორც ლიმონის ბალზამი (Lemon Balm).
მაგნიუმი - კუნთების ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად
ჩვენი ცხოვრების დაახლოებით მესამედი ძილში გადის. ღამის განმავლობაში ორგანიზმში ბუნებრივად მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები, რომლებიც მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისა და ყოველდღიური აქტივობისთვის.
ღამის განმავლობაში ორგანიზმში მიმდინარეობს ბუნებრივი აღდგენის პროცესები. ყოველდღიური დატვირთვის შემდეგ დასვენება და ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების აღდგენის პროცესში.
მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საღამოს საათებშიც.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემასა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდაჭერაში. მისი საკმარისი მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის მოდუნებასა და ნერვული სისტემის ბალანსის შენარჩუნებას, ხოლო მშვიდი და ხარისხიანი ძილი ორგანიზმის ბუნებრივი აღდგენის პროცესებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
ორგანიზმის მოთხოვნილება მაგნიუმზე ღამით გრძელდება. სწორედ ამიტომ დოპელჰერცი აქტივი მაგნიუმი ნაითი 500 რეკომენდებულია საღამოს მისაღებად.
დეპო-ფორმულა უზრუნველყოფს მაგნიუმისა და სხვა საკვები ნივთიერებების თანდათანობით გამოთავისუფლებას და მიწოდებას მთელი ღამის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
- *
- კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
- **
- კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები არ არის ხელმისაწვდომი
მიიღეთ დღეში 1 ტაბლეტი საღამოს, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ.
250 მგ-ზე მეტი მაგნიუმის მიღებამ შეიძლება მგრძნობიარე პირებში გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
შეინახეთ მშრალ ადგილას და არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მაგნიუმის ოქსიდი, შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა, მელისის ფოთლის ექსტრაქტი, შემავსებელი: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ანტიშემკვრელი აგენტი: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, შემავსებელი: პოლივინილპიროლიდონი, მოდიფიცირებული სახამებელი, ნიაცინი, მალტოდექსტრინი, ანტიშემკვრელი აგენტი: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, შემავსებელი: პოლიეთილენგლიკოლი, ანტიშემკვრელი აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ანტიშემკვრელი აგენტი: ცხიმოვანი მჟავების კალციუმის მარილები, ანტიშემკვრელი აგენტი: ტალკი, ლავანდის ზეთი, ვიტამინი B6, ვიტამინი B1, საღებავი: რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები, ვიტამინი D.











