კალციოვინი
- ძლიერი და ჯანსაღი ძვლებისთვის და კბილებისთვის!
- აუცილებელი საკვები ნივთიერებები ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის
- დაბალანსებული ფორმულა ყოველდღიური გამოყენებისთვის
- მიიღება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში

ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას
კალციუმი პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში. ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია, კუნთების სპაზმი.
მაგნიუმი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების და ძვლების სიჯანსაღეში. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის საჭირო რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რადგან მისი დეფიციტი იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
თუთია მნიშვნელოვანია უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას. თუთია და მაგნიუმი ოსტეოციტების რეგენერაციისთვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენენ.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების და ვირუსების მიმართ. კალციუმი და D3 ვიტამინი ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).
სპილენძი საჭიროა კოლაგენის სინთეზისთვის.
მანგანუმი და სელენი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის.
მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში, მოზრდილებში.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას!
საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი საკვების შემცვლელად.
პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის ოქსიდი, პოლივინილპიროლიდონი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავები, ჯვარედინად დაკავშირებული ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, თუთიის სულფატი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის სელენიტი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D₃), სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი


