შინაარსის გამოტოვება

კაცის ჯანმრთელობა

აღმოაჩინეთ პროდუქტები მამაკაცის ჯანმრთელობისთვის აქ.
შესაბამისი შედეგები ვერ მოიძებნა.

მამაკაცები - განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნილებები

იცოდით, რომ მამაკაცებს, მხოლოდ მათი სხეულის აგებულების გამო, ქალებთან შედარებით განსხვავებული კვებითი საჭიროებები აქვთ? რაც არა მხოლოდ ფიზიოლოგიიდან, არამედ კვების ჩვევებიდანაც გამომდინარეობს. ქალები, როგორც წესი, უფრო ყურადღებიანად და ზომიერად იკვებებიან, ხოლო მამაკაცები ხშირად არჩევენ იმას, რაც უფრო გემრიელად მიაჩნიათ.

კვლევების თანახმად, მამაკაცები ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე: მათგან მხოლოდ 73% იღებს ხილსა და ბოსტნეულს ყოველდღიურად, მაშინ როცა ქალების 93% ამას რეგულარულად აკეთებს. გარდა ამისა, 65% მამაკაცებისა ყოველდღიურად მოიხმარს ხორცსა და ძეხვს, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ია.

ყოველდღიური საკვები ნივთიერებების მოთხოვნილება მამაკაცებისთვის/ქალებისთვის:

ნუტრიენტები კაცი ქალი
მაგნიუმი 350  მგ 300 მგ
თუთია 10 მგ 7 მგ
ვიტამინი B1 1,2 მგ 1,0 მგ
ვიტამინი B2 1,4 მგ 1,1 მგ
ვიტამინი B6 1,5 მგ 1,2 მგ

კუნთებს  სჭირდებათ მაგნიუმი

მაგნიუმი სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალია მიუხედავად სქესისა. მის გარეშე უამრავი მეტაბოლური პროცესი ვერ იმუშავებდა სწორად. მინერალი ხელს უწყობს ენერგიის წარმოებას, ამაგრებს ჩონჩხს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვ-კუნთოვან ინერვაციაში, ასევე აუცილებელია კუნთების შეკუმშვისთვის.

მამაკაცებს, გენეტიკური ფაქტორების გამო, ქალებთან შედარებით უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვთ, რაც ბუნებრივად ზრდის მაგნიუმის მოთხოვნილებას. გარდა ამისა, მათ უფრო ინტენსიური ოფლიანობა ახასიათებთ, რის შედეგადაც ორგანიზმიდან მეტი მაგნიუმი იკარგება. სპორტით დაკავებულმა ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა იზრუნონ მაგნიუმის საკმარისად მიღებაზე. ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმი ხშირად ანაერობულ რეჟიმში გადადის, რაც ჟანგბადის დეფიციტს და ლაქტატის დაგროვებას იწვევს. მაგნიუმი ამ პროცესში ეხმარება სხეულს ლაქტატის დაშლაში და ხელს უწყობს გამძლეობის და აღდგენითი პროცესების გაუმჯობესებას.

სელენი - სპერმატოგენეზის მხარდასაჭერად

სელენი არის მინერალი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას, მათ შორის მეტაბოლიზმს, იმუნური სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციას, დიდ როლს ასრულებს სპერმატოგენეზში და, შესაბამისად, მამაკაცის ნაყოფიერებაში.
სპერმატოგენეზი ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება, ამიტომ მამაკაცებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სელენით მდიდარ საკვებს ნორმალური სპერმატოგენეზის მხარდასაჭერად. 

სელენი ძირითადად გვხვდება ხორცში, თევზში, კვერცხში, ასევე ოსპსა და სატაცურში.

თუთია და ტესტოსტერონი

თუთია აუცილებელია ტესტოსტერონის წარმოსაქმნელად, მისი დეფიციტი ამცირებს ამ ჰორმონის დონეს სისხლში. მამაკაცებმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს  გაიუმჯობესოს რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად თუთია საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღონ.

ტესტოსტერონი გავლენას ახდენს კუნთოვანი ქსოვილის განვითარებასა და კუნთების ფორმირებაზე. მამაკაცებს ტესტოსტერონის სიჭარბის გამო, ქალებთან შედარებით, უფრო ძლიერი და მასიური კუნთები აქვთ. თუთიის რეკომენდებული დღიური ნორმა მამაკაცებისთვის 15 მგ-ია, ხოლო ქალებისთვის 12 მგ. თუთიის კარგი წყაროა ხორცი, რძე, მარცვლეულის პროდუქტები და მზესუმზირის თესლი.