ომეგა-3 მთელი ოჯახისთვის
საღეჭი გელ-ტაბლეტები
- მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით
- დღიური დოზა ორი გელ-ტაბლეტი შეიცავს 180 მგ DHA-ს
- საღეჭი გელ-ტაბლეტები ლიმონის სასიამოვნო არომატით
გემრიელი და მოსახერხებელი გზა ომეგა-3-ის მისაღებად!
ახალი წარმოების ტექნოლოგიის წყალობით, დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 მთელი ოჯახისთვის შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს EPA-სა და DHA-ს მაღალი კონცენტრაციით და წარმოდგენილია ლიმონის გემოს მქონე საღეჭი გელ-ტაბლეტების მოსახერხებელი ფორმით.
მიღების ეს ფორმა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც კაფსულების გადაყლაპვა არ შეუძლია.

Doppelherz system OMEGA-3 family - შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს მაღალი შემცველობით:
- 180 მგ DHA — ტვინის მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტი — დღიურ დოზაში (2 გელ-ტაბლეტი)
- 276 მგ EPA - ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა - დღიურ დოზაში (2 გელ-ტაბლეტი)
- გელ-ტაბლეტები სასიამოვნო ლიმონის გემოთი
დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 გელ-ტებლეტები მთელი ოჯახისთვის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღების მოსახერხებელი და გემრიელი საშუალებაა.
რჩევა: OMEGA-3 family განსაკუთრებით გემრიელია გაგრილებულ მდგომარეობაში.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან უჯერ ცხიმოვან მჟავებს ყველა ადამიანი ვერ იღებს და ეს ეხება მთელ ოჯახს.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, მათ შორის EPA-სა და DHA-ს, არასაკმარისი მიღება შესაძლოა, სხვა ფაქტორებთან ერთად, დაკავშირებული იყოს თევზის დაბალი შემცველობის მქონე რაციონთან.
ომეგა3-ის მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებია დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და ეიკოსაპენტაენის მჟავა (EPA), რომელთა წარმოქმნაც ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა DHA ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. დადებითი ეფექტი მიიღწევა დღეში 250 მგ DHA-ს მიღებისას.
სამწუხაროდ, ეს აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები საკვებში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გვხვდება. კარგი წყაროა ცივი წყლის ცხიმიანი თევზი, როგორიცაა სარდინები, ქაშაყი და სკუმბრია. თუმცა, ყველა ბავშვს არ მოსწონს კვირაში რამდენჯერმე თევზის ჭამა.
მთელ ოჯახს შეუძლია მარტივად შეავსოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3-ის გემრიელი გელ-ტაბლეტებით.
4-5 წლის ასაკის ბავშვებში მიიღება 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში.
6 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში მიიღება 2 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში.
რჩევა: OMEGA-3 family განსაკუთრებით გემრიელია გაგრილებულ მდგომარეობაში.
4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი.
შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
თევზის ზეთი 40%, დამატკბობელი: ქსილიტოლი და სორბიტოლი, წყალი, ჟელატინი (ძროხის წარმოშობის), შემასქელებელი: გუმი არაბიკი, არომატიზატორი, ანტიოქსიდანტი: ლიმონმჟავა, საღებავი: კაროტინი.











