რკინა
რკინის და ვიტამინების კომპლექსი სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად.
- შეიცავს რკინას და ვიტამინებს ნორმალური ჰემოპოეზის მხარდასაჭერად
- არ საჭიროებს წყლის მიყოლებას
- პირში ხსნადი გრანულები ტყის კენკრის სასიამოვნო არომატით
- საკვები დანამატი
დოპელჰერცი® აქტივი რკინის პროდუქტის თანამედროვე და მოსახერხებელი ფორმა ინოვაციური წარმოების პროცესის შედეგია.
რკინის პროდუქტის მიღების ეს ფორმა განსაკუთრებით მოსახერხებელია ორგანიზმის რკინითა და აუცილებელი ვიტამინებით სწრაფად მოსამარაგებლად. იდეალურია გზაში გამოსაყენებლად ან მათთვის, ვისაც აბების მიღება უჭირს.
ნორმალური ჰემოპოეზისთვის საჭიროა რკინის, B6, B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავას რეგულარული მიღება. რკინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ასევე ჰემოგლობინის - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟანგბადის გადამტანი ცილის - სინთეზსა და ფუნქციონირებას. ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა რკინით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ მინერალის ყოველდღიურ გამოყენებას.
ვიტამინი B6, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა ასევე აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის. ვიტამინები B6 და B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმში. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ წარმოქმნას და ამცირებს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების მანკების (განსაკუთრებით ნერვული მილის დეფექტების) რისკს.
ვიტამინი C აუმჯობესებს რკინის შეწოვას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და, როგორც ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
მიიღება დღეში 1 პაკეტი. გახსენით პაკეტი ისრის მიმართულებით. მოათავსეთ გრანულები პირდაპირ ენაზე, გახსნის შემდეგ გადაყლაპეთ.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას! საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი კვების შემცვლელად.
პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ რკინის დაგროვების დაავადებების შემთხვევაში.
ჭარბი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.
სორბიტი, რკინის ფუმარატი, L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), ლიმონმჟავა, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა), არომატიზატორი, სუკრალოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ციანოკობალამინი (ვიტამინი B12), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).


