რკინა ქალისთვის
+ ფოლიუმის მჟავა
- რკინის პიროფოსფატი ხასიათდება ერითროპოეზური მოქმედებით, ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას
- ვიტამინები B6 და B12 მონაწილეობენ ენერგიის მეტაბოლიზმში
- ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- გემრიელი და სწრაფი მიღება სითხის გარეშე
სასიამოვნო გემო და მარტივად მისაღები ფორმა
რკინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.
ის ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალურ ფორმირებას.
ორგანიზმი რკინას დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს, ამასთან ყოველდღიურად კარგავს მის გარკვეულ რაოდენობას. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი მიკროელემენტი რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით უნდა მივიღოთ საკვების მეშვეობით. რკინის ადექვატურ მიღებას განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება ზრდის, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ერთფეროვანი ან ვეგეტარიანული დიეტის დროს.
დოპელჰერცი აქტივი რკინა ქალისთვის შეიცავს 14 მგ რკინას, ასევე ფოლიუმის მჟავის, B6, B12 და C ვიტამინის კომბინაციას.

ვიტამინები B6 და B12 ასევე ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. ფოლიუმის მჟავა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემოპოეზში. გარდა ამისა, ვიტამინები B6 და B12, რკინის მსგავსად, ხელს უწყობენ ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს.
ვიტამინი C ზრდის რკინის შეწოვას და ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, და უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.
თანამედროვე ფორმა - სწრაფი და მარტივი მიღება! გრანულები!
თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა შექმნილიყო პრაქტიკული და მოსახერხებელი ფორმა გრანულების სახით.
დოპელჰერცი აქტივი რკინა ქალისთვის შეიცავს აუცილებელ მიკროელემენტებს გრანულების სახით:
გახსენით პაკეტი, მოათავსეთ შიგთავსი პირდაპირ ენაზე და წვრილი გრანულები რამდენიმე წამში გაიხსნება.
ამგვარად, პროდუქტის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, სითხის გარეშე.
მიღების ეს ფორმა განსაკუთრებით მოსახერხებელია ორგანიზმის რკინითა და აუცილებელი ვიტამინებით სწრაფად მოსამარაგებლად. იდეალურია გზაში გამოსაყენებლად ან მათთვის, ვისაც აბების მიღება უჭირს.
- *
- კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
ყოველდღიურად მიიღეთ ერთი პაკეტის შიგთავსი. გრანულები პირდაპირ ენაზე დაიყარეთ, აცადეთ ნელა გახსნა და გადაყლაპეთ. გთხოვთ, პაკეტი გახსნათ ისრის მიმართულებით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ წარმოადგენს მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელს.
შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ არის განკუთვნილი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფმა ქალებმა და ორსულებმა რკინა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
ჭარბი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.
არ გამოიყენოთ რკინის დაგროვების დაავადებებისა და რკინის ცვლის დარღვევების შემთხვევაში.
შემავსებელი სორბიტი, ვიტამინი C, რკინის პიროფოსფატი, მჟავიანობის რეგულატორი ნატრიუმის ციტრატები, შემასქელებელი ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, არომატიზატორები, ვიტამინი B₆, გამყოფი აგენტი ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, დამატკბობელი ასპარტამი, ფოლიუმის მჟავა, დამატკბობელი აცესულფამი K, ვიტამინი B12











