ომეგა-3 საბავშვო სიროფი
- სიროფის 15 მლ შეიცავს DHA - 125 მგ; EPA - 27 მგ + 11 ვიტამინი
- ხელს უწყობს ბავშვის გონებრივი და შემეცნებითი ფუნქციების განვითარებას
- უგემრიელესი სიროფი ფორთოხლის არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ
საბავშვო ომეგა-3 სიროფი
რადგან მავნე, არაჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა საკვები ნივთიერებების დეფიციტის მიზეზი გახდეს.
იმ საკვებ ნივთიერებებს შორის, რომლებიც აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისა და შემეცნებითი უნარების შენარჩუნებისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DHA (დოკოზაჰექსაენოის მჟავა), რომელიც გროვდება ნეირონების უჯრედულ მემბრანებში და ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას.
DHA ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბადურის ფუნქციონირებაში და ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას.
დოზირება:
- 1–3 წლის ბავშვები: 7.5 მლ (1/4 საზომი ჭიქა) დღეში
- 4–7 წლის ბავშვები: 15 მლ (1/2 საზომი ჭიქა) დღეში
- 7 წელზე უფროსი ბავშვები: 30 მლ (1 სრული საზომი ჭიქა) დღეში
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენებოდეს მრავალფეროვანი კვების შემცვლელად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში.
წყალი, საქაროზა, თევზის ზეთის ფხვნილი, ფორთოხლის ფხვნილი, ნატრიუმ-L-ასკორბატი (ვიტამინი C), რძემჟავა, არომატიზატორი, ქსანთანის გომა, კალციუმის ლაქტატი, კალიუმის სორბატი, DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი (ვიტამინი E), ნიკოტინამიდი (ნიაცინი), ნატრიუმის ბენზოატი, კალციუმ-D-პანტოთენატი, D-ბიოტინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B₆), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B₁), რიბოფლავინი (ვიტამინი B₂), რეტინილის პალმიტატი (ვიტამინი A), კაროტინები, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D₃), ციანოკობალამინი (ვიტამინი B₁₂).


