ირო ტეკი
- რკინის მაღალი დოზა კარგი ამტანობით
- გარსით დაფარული ტაბლეტები
- ფოლიუმის მჟავასთან ერთად ჰემოპოეზის მხარდასაჭერად
მაღალი დოზის რკინა ორსულობის პერიოდში
ორსულობის პერიოდში ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია, რომ მისი კვება მორგებული იყოს როგორც დედის, ისე ნაყოფის საჭიროებებზე. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინისა და ფოლიუმის მჟავის საკმარისი მიღება:
- რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ორგანიზმში.
ორსულობის პერიოდში ჰემოგლობინზე მოთხოვნილება იზრდება, რადგან დედისა და ნაყოფის ორგანიზმს მეტი ჟანგბადი სჭირდება. რკინის საკმარისი მიღება ხელს უწყობს ანემიის განვითარების რისკის შემცირებას. - ფოლიუმის მჟავა საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად და ხელს უწყობს განვითარების დარღვევების, მათ შორის ნერვული მილის დეფექტების, რისკის შემცირებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციების მიხედვით, ორსულმა ქალებმა ორსულობის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყონ რკინისა და ფოლიუმის მჟავის დამატებით მიღება.
დოპელჰერცი აქტივი იროტეკი გარსით დაფარული ტაბლეტები უზრუნველყოფს რკინისა და ფოლიუმის მჟავის ოპტიმალურ რაოდენობას.
დოპელჰერცი აქტივი იროტეკის ერთი ტაბლეტის ყოველდღიური მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე ხელს უწყობს დედისა და ნაყოფის ჰემოგლობინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ხელს უშლის ორსულობის პერიოდში ანემიის განვითარებას და ამცირებს ნერვული მილის დეფექტების რისკს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ 1 ტაბლეტზე მეტი.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას! საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი კვების შემცვლელად.
პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ეს პროდუქტი შეიცავს რკინას, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება საზიანო იყოს განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
ცელულოზა, რკინის (II) სულფატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, კროსკარმელოზა-ნატრიუმი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ტიტანის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ტალკი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა), რკინის ოქსიდი.


