აქტივ-მენო
სოიოს იზოფლავონოიდები + კალციუმი + D3
- ნუტრიენტები ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში
- სოიოს იზოფლავონოიდები - 50 მგ (125 მგ სოიოს კონცენტრატიდან), კალციუმი - 500 მგ, ვიტამინი D3 -5 მკგ, ვიტამინი B1 - 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1,6 მგ, ვიტამინი B6 - 2,0 მგ, ვიტამინი B12 - 3,0 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ
- კალციუმი და ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას
- მიიღება 1 ტაბლეტი დღეში

მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდში ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული კვება.
კალციუმი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას და ართრიტის, ოსტეოპოროზის და ძვლის მოტეხილობების პრევენციას. ვინაიდან პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში ორგანიზმი ნაკლებ კალციუმს ითვისებს, აუცილებელია მისი რეგულარული და საკმარისი რაოდენობით მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატებიდან.
დოპელჰერცის ტაბლეტები შეიცავს 500 მგ კალციუმს ვიტამინ D-სთან ერთად, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ ათვისებას და ნორმალური ძვლების შენარჩუნებას.
B ჯგუფის ვიტამინები - არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, აწესრიგებს ძილს, სასარგებლოა სტრესის, დეპრესიის და კარდიოვასკულარული დაავადებების დროს.
ბიოტინი - ხელს უწყობს თმის, კანის და ფრჩხილების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებას.
ვიტამინი B6 - მენოპაუზის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მონაწილეობს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში.
ფოლიუმის მჟავა - ხელს უწყობს ნორმალურ სისხლწარმოქმნას და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.
- *
- კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
- **
- კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები არ არის ხელმისაწვდომი
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას,
საკვები დანამატები არ წარმოადგენს დაბალანსებული და მრავალფეროვანი საკვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელს.
შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.
კალციუმის კარბონატი, იზოფლავონების შემცველი სოიოს კონცენტრატი, სიმინდის სახამებელი, შემავსებელი აგენტი არაბული გუმი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი სილიციუმის დიოქსიდი, შემავსებელი აგენტი ცელულოზა, საფარის აგენტი ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი ცხიმოვანი მჟავების კალციუმის მარილები და მაგნიუმის ჰიდროქსიდის კარბონატი, სრულად ჰიდროგენიზებული პალმის ზეთი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი ტალკი, შემავსებელი აგენტი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, საფარის აგენტი პოლიეთილენგლიკოლი, ემულგატორი ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის მონონიტრატი, საღებავი რკინის ოქსიდები და რკინის ჰიდროქსიდები, რიბოფლავინი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა), D-ბიოტინი, ქოლეკალციფეროლი, ციანოკობალამინი


