დოპელჰერცი სისტემი მაგნიუმი 400
წყალში ხსნადი დასალევი გრანულები
- მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- წყალში ხსნად გრანულებს აქვს ფორთოხლის და ბროწეულის სასიამოვნო არომატი
- მაგნიუმი წარმოდგენილია ორგანული ციტრატის ფორმის სახით

მაგნიუმი კუნთებისა და ნერვებისთვის
ხილის გემოს მქონე გრანულები იხსნება დაახლოებით 200 მლ წყალში და მიიღება ერთი პაკეტი დღეში.
დოპელჰერცი სისტემი მაგნიუმის ციტრატი 400-ის ერთი პაკეტი შეიცავს:
• მაგნიუმის ციტრატი - 400 მგ
• ვიტამინი B6 - 5 მგ
• ვიტამინი C - 27 მგ
• წყალში ხსნადი გრანულებს ფორთოხალ-ბროწეულის არომატით
მაგნიუმის ციტრატი
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.
მაგნიუმი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, აქვს სედაციური მოქმედება, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ. მონაწილეობს მიოკარდიუმის შეკუმშვის პროცესში.
მაგნიუმი იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან, ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს, ხელს უწყობს გულის რითმის ნორმალიზებას.
მაგნიუმი აგრეთვე მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, უზრუნველყოფს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ხელს უწყობს ცილების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
არაბალანსირებული კვების ან საკვებ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნის დროს, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა (მაგ., სპორტი), არაჯანსაღი ცხოვრების წესი, შესაძლებელია რაციონის მიზნობრივი შევსება დოპელჰერცი სისტემი მაგნიუმის ციტრატი 400-ით.
დოპელჰერცი სისტემი მაგნიუმის ციტრატი 400 არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს, არის ვეგეტარიანული და ვეგანური.
- *
- კვების ელემენტების საცნობარო მნიშვნელობები ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
გახსენით 1 პაკეტის შიგთავსი დაახლოებით 200 მლ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ.
მაგნიუმზე მოთხოვნილების გაზრდის შემთხვევაში (მაგ., ფიზიკური დატვირთვა, სპორტი) ან არაბალანსირებული კვების დროს რეკომენდებულია 1 პაკეტის მიღება დღეში.
თუ საკვები შეიცავს მცირე რაოდენობით მაგნიუმს, რეკომენდებულია 1/2 პაკეტის მიღება დღეში. (ნახევარი პაკეტის შიგთავსის იხსნება დაახლოებით 100 მლ წყალში).
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
250 მგ-ზე მეტი მაგნიუმის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი მგრძნობიარე პირებში.
მაგნიუმის ჭარბმა მოხმარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათე ეფექტი.
ტრიმაგნიუმის დიციტრატი, მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟავა, შემავსებელი აგენტი იზომალტი, მჟავიანობის მარეგულირებელი ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი, არომატიზატორები, მალტოდექსტრინი, ვიტამინი C, დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი, ჭარხლის წვენის კონცენტრატი, დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, ვიტამინი B6, საღებავი რიბოფლავინ-5'-ფოსფატი











