დოპელჰერცი აქტივი მემორი ომეგა-3
- ლეციტინის, E ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინების და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კომბინაცია
- ტვინის ფუნქციონირების, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის მხარდასაჭერად!
ტვინის ფუნქციონირების, მეხსიერების და კონცენტრაციის მხარდასაჭერად!
ჩვენი ტვინი ყოველდღიურად განიცდის ინტენსიურ დატვირთვას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სწავლობს ან მუშაობს ინტელექტუალურად აქტიურ გარემოში.
დოპელჰერცი აქტივი მემორი ომეგა-3 განსაკუთრებით რეკომენდებულია:
- 12 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, გამოცდების და სწავლის პერიოდში
- ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც მოითხოვს მუდმივ გონებრივ კონცენტრაციას და სწრაფ აზროვნებას
პროდუქტი წარმოადგენს ლეციტინის, E და B ჯგუფის ვიტამინების, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების (DHA და EPA), თუთიისა და სპილენძის კომბინაციას ტვინის ფუნქციის, ნერვულ იმპულსთა გადაცემისა და ნეირონებს შორის ეფექტური კომუნიკაციის მხარდასაჭერად.
ლეციტინი ესენციური ფოსფოლიპიდების (ქოლინი, ინოზიტოლი, ფოსფატიდქოლინი) ბუნებრივი წყაროა. ისინი უჯრედული მემბრანის ძირითადი საშენი მასალაა და მონაწილეობენ უჯრედების დაცვასა და აღდგენაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის, გულის კუნთის, თავის ტვინის და ნერვული უჯრედებისთვის.
E ვიტამინი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ურთიერთქმედებენ ფოსფოლიპიდებთან, ქმნიან ოპტიმალურ ლიპიდურ გარემოს, რაც აუცილებელია ნეირონული აქტივობისთვის.
ამ კომპონენტების რეგულარული მიღება ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას, მეხსიერების გაუმჯობესებასა და კონცენტრაციის შენარჩუნებას.
B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია ტვინისთვის ენერგიის წარმოებისთვის. ვიტამინი B6 ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის.
მიიღება 1 ან 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად 12 წლის ასაკიდან. არ დაღეჭოთ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ინახება მშრალ, გრილ, არანაკლებ 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ გამოიყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების და ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
სოიოს ლეციტინი, თევზის ქონი, ჟელატინი (ცხოველური), ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, სოიოს ზეთი, გლიცეროლი, წყალი, სორბიტოლი, DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი (ვიტამინი E), ნიკოტინამიდი (ნიაცინი), რკინის ოქსიდები, თუთიის ოქსიდი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), სპილენძის სულფატი, თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1), რიბოფლავინი (ვიტამინი B2), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12), პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა).











